ლაივ ჩატი
დახმარება
რეგისტრაციაშესვლა

Playtech

Playtech



Playtech-ის შესახებ

Playtech არის ერთ-ერთი უდიდესი სახელი ონლაინ აზარტული თამაშების პროგრამებში. კომპანია დაფუძნდა ესტონეთში 1999 წელს და თავმდაბალი დასაწყისიდან, ის დღითი-დღე ძლიერების მწვერვალებს იპყრობს. ის უკვე არის ყველაზე მსხვილი საჯაროდ გაყიდვაში მყოფი ონლაინ კაზინო პროგრამების მიმწოდებელი თამაშების ვრცელი კატალოგითა და კაზინოს ოპერატორებისთვის სრული გამოსავალის შემთავაზებელი. მოთამაშის თვალსაზრისით, ის წარმოადგენს იმ კომპანიას რომელიც დგას ისეთი თამაშების მიღმა რომლებსაც ყველაზე დიდი პრიზები აქვთ მიღებული და ის ცნობილია მაღალხარისხიანი თამაშების წარმოებით.

პირველი Playtech კაზინო დაარსდა 2001 წელს. რამდენიმე წლის შემდეგ, კომპანიამ დააფუძნა მსოფლიოს უმსხვილესი პოკერის ქსელი - iPoker. ამის შემდეგ ბევრი რამ დაჩქარდა Playtech-ისთვის. 2006 წლის მარტში კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე AIM ბაზარზე ვაჭრობა დაიწყო. იმავე წელს მან შეიძინა Tribeca Tables Europe Limited, პოკერის ქსელის პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი, ელ. მარკეტერი და ონლაინ პოკერის სათემოების დეველოპერი. Playtech-მა ასევე Videobet-ის შეძენის მეშვეობით დაიწყო Bingo Broadway  და მათ შექმნეს ახალი განვითარების ცენტრი ბულგარეთში.

2007 წელს პიტერტეკის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა მორ ვეიზერი. მომდევნო წლებში კომპანია განაგრძობდა ზრდას, ახალ ბაზრებზე შესვლას და მთელ მსოფლიოში მსხვილ სათამაშო ოპერატორებთან შეთანხმებების გაფორმებას. 2009 წელს, Playtech-მა შეიძინა Gaming Technology Solutions რომელიც იყო ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი თამაშის აგრეგატერი ხოლო 2010 წელს, მან შეიძინა Virtue Fusion Limited, ონლაინ ბინგოს პროდუქტების დეველოპერი და ლიცენზიორი. 2011 წელი მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის რადგან მათ განახორციელეს მრავალი შესყიდვები, მათ შორის იყო რეალური კაზინო მენეჯმენტის სისტემები, განვითარებული სათამაშო საშუალებები, PT Turnkey Services Limited, წამყვანი მობილური პლატფორმის დეველოპერი Mobenga და თამაშების განვითარების სტუდია Ash Gaming.

სწორედ ამის შემდეგ, Playtech შევიდა ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ბაზარზე. ყოველივე ამის შემდეგ, Playtech აგრძელებს რიგი სხვა კომპანიების შეძენას, რომელთა შორისაა Geneity Limited, ბრიტანეთში მოქმედი სპორტზე ორიენტირებული პროგრამის და პლატფორმის მიმწოდებელი, Aristocrat Lotteries, სერვერზე დაფუძნებული თამაშები და ონლაინ კლიენტ-სერვერზე დაფუძნებული ბიზნეს საშუალებები, YoYo Games, ჩვეულებრივი თამაშების კროს-პლატფორმის დეველოპერი სტუდია და სხვა. სულ ახლახან, Playtech-მა შეიძინა ისეთი კომპანიები, როგორიცაა Quickspin,  Best Gaming Technologies, ECM Systems, Eyecon  და სხვა.

კომპანია ამჟამად 17 ქვეყნის მასშტაბით ასაქმებს 5000-ზე მეტ ადამიანს მის ოფისებში. მას აქვს 140 გლობალური ლიცენზია და მოქმედებს 20 რეგულირებულ იურისდიქციაში.

Playtech-ის თამაშების მიმოხილვა

Playtech გთავაზობთ თამაშების საოცრად ფართო სპექტრს. არსებული პორტფელი მოიცავს კაზინოს თამაშებს, პოკერს, ბინგოს, ლაივ დილერებს, მობილურ თამაშებს და სხვა. კომპანია რეგულარულად უშვებს ახალ თამაშებს ყველა კატეგორიაში, ხოლო წლების მანძილზე ინტერნეტ-კაზინოს სამყაროში მან შემოიტანა მთელი რიგი ინოვაციები.

წლების მანძილზე კომპანიამ მიაღწია ლიცენზირებულ შეთანხმებებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მას გამოუშვას პოპულარული ფილმები და სატელევიზიო გადაცემები ონლაინ აზარტული თამაშების სამყაროში. დღეისათვის მას აქვს ლიცენზიები ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა DC Comics, MGM, NBC Universal და HBO. Playtech-ის შემოქმედებითობა ნიშნავს იმას, რომ ეს ბრენდები თამაშების სრულ სპექტრში წარმოჩინდებიან, ხშირად მოულოდნელ ფორმებში.

სლოტები

Playtech-ს აქვს ასობით სლოტ თამაშების კატალოგი, მათ შორისაა ვიდეო, კლასიკური და პროგრესიული სლოტები. თამაშები წარმოუდგენლად მრავალფეროვანია, აქვთ ფართო სპექტრის თემები, საინტერესო ბონუს ფუნქციები, გრაფიკა და სასიამოვნო ხმის ეფექტები. თქვენ იხილავთ ისეთ მრავალფეროვან თამაშების თემებს, როგორიცაა ისტორია, ფანტაზია, მოგზაურობა, სპორტი, მითოლოგია, ბუნება, ორიენტი, აზია და ბევრად მეტი და ეს კოლექცია იმდენად დიდია, რომ დარწმუნებული იყავით, რომ ყველასთვის რაღაც გამოიძებნება.

ბოლო წლებში Playtech ქმნის არა მხოლოდ თამაშებს არამედ მან დაიწყო სლოტების მთელი სერიის განვითარება. ამის კარგი მაგალითია "ღმერთების ეპოქის" თამაშების სერია. ყველა ეს თამაში ეფუძნება ბერძნული მითოლოგიის სხვადასხვა ასპექტებს და აცოცხლებს სხვადასხვა პერონაჟებს. თამაშები დაკავშირებულია ოთხ პროგრესიულ ჯეკპოტის ქსელთან, რამაც ხშირად შეიძლება ძალზე დიდი რაოდენობით თანხა მოიტანოს. სლოტების კიდევ ერთი პოპულარული სერია სპორტული ლეგენდებია. ეს შედარებით ახალი სერიაა და მასში არსბული თამაშები დაკავშირებულია სხვადასხვა სპორტის სხვადასხვა სოლიდურ სახელებთან. რა თქმა უნდა, ეს სლოტებიც დაკავშირებულია პროგრესიული ჯეკპოტების ქსელთან რაც მოთამაშეებს მოგების შანსს და დიდ თანხას აძლევს.

Playtech ფილმის სლოტები

როგორც ზემოთ აღინიშნა, Playtech-ს აქვს რამდენიმე ლიცენზირების შეთანხმება, რომელიც საშუალებას აძლევს მას, რომ შექმნას სლოტები, რომელიც ეფუძნება რამდენიმე ძალიან პოპულარულ ფილმს. ახლა ასეთი ბევრი თამაში არსებობს, მათ შორისაა სლოტები რომელიც ეფუძნება მაგარ კინოებს, ისეთი როგორებიცაა გლადიატორი, გრეიზი, ზოროს ნიღაბი, ტერმინატორი, ტოპ იარაღი, რობოკოპი, ბინძური ცეკვა, როკი, მომი, მონთი პითონი და სხვა. ეს თამაშები რულეტებზე ასახავენ ფილმების სხვადასხვა ასპექტებს და ხშირად გთავაზობთ ბონუს ფუნქციებს, რომლებიც კიდევ მეტად ანვითარებენ თემებს. რაც კიდევ უფრო უკეთესია, მათი ნაწილი დაკავშირებულია უზარმაზარ პროგრესიულ ჯეკპოტებთან. ამ თამაშების წყალობით, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ზოგიერთი თქვენი საყვარელი ფილმი სრულიად ახალი თვალით.

Playtech Television Slots

მხოლოდ ფილმს არ ენიჭება განსაუთრებული ყურადღება Playtech-ის მიერ. კომპანიას ასევე აქვს უამრავი სლოტი, რომელიც დაფუძნებულია წარმატებულ სატელევიზიო შოუებზე, ისეთი როგორიცაა ვის უნდა გახდეს მილიონერი და ბრიტანეთის ნიჭიერი. ეს თამაშები გაგიტაცებთ შოუების ატმოსფეროში, გააჩნიათ ორიგინალური გრაფიკა და საუნდტრეკები, რომელიც უმალ ეცნობა ყველას ვისაც მათზე ოდესმე უყურებია. თამაშები დაკომპლექტებულია იმ თვისებებით, რომლებიც სატელევიზიო გადაცემების შინაარს გადმოსცემს და მოაქვთ აბსოლუტური სიხარული და მხიარულება.

Playtech-ის პროგრესიული ჯეკპოტის სლოტები

Playtech-ს აქვს ჯეკპოტის თამაშების შთამბეჭდავი რაოდენობა. პროგრესული ჯეკპოტები ძალიან მარტივია, ყოველთვის როცა პროგრესიულ თამაშზე დებთ ფსონს, მის ნაწილს შეაქვს წვლილი ერთობლივ ჯეკპოტში და ამ გზით მან შეიძლება მიაღწიოს მილიონებს. Playtech-ს აქვს რამდენიმე უმსხვილესი პროგრესიული ჯეკპოტი და ისინი უკავშირდებიან ყველა სახის სხვადასხვა სლოტს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ყველამ შეძლოს მისით სიამოვნება. მიუხედავად იმისა, რომ Playtech-ს არ აქვს უმსხვილესი jackpot-ის გამარჯვების რეკორდი, უკვე არსებობენ მოთამაშეები, რომლებმაც მოიპოვეს €10 მილიონზე მეტი!

Playtech-ის კლასიკური სლოტები

გარდა იმისა, რომ Playtech-მა წარმოადგინა ბევრი საინტერესო ვიდეო სლოტი, რომელსაც გააჩნია გამორჩეული გრაფიკა და მრავალრიცხოვანი ბონუს მახასიათებლები, მან ასევე შეიმუშავა კლასიკური სლოტების შესანიშნავი კოლექცია. კლასიკური სლოტები უფრო ძველი სტილის ხილის მანქანებია, რომლებიც გვხვდება არკადებში და მათ აქვთ უფრო ცოტა კოჭები, გადახდის ხაზები და თვისებები. Playtech-ს ბევრი ისეთი თამაშები აქვს, რომლებსაც კლასიკური სლოტების სულისკვეთება აქვთ, რომლებიც ასევე მოგცემთ მოგების შანსს. როგორც Playtech-ის ყველა კატეგორიის თამაში, არსებობს ასევე კლასიკური სლოტები, რომლებიც დაკავშირებულია პროგრესიულ ჯეკპოტებთან.

Playtech-ის კარტის და სამაგიდო თამაშები

Playtech-ის კატალოგში სლოტების გარდა ბევრად მეტი თამაშია. მათ აქვთ უაღრესად შთამბეჭდავი კარტის და სამაგიდო თამაშები. არ აქვს მნიშვნელობა, ბლექჯეკის, რულეტკის, ბაკარას, კამათელის თუ კაზინოს სხვა თამაშის თამაში გსურთ, თქვენ აღმოაჩენთ ფანტასტიკურ კოლექციას.

რულეტკის მოთამაშეები აღმოაჩენენ ევროპულ, ამერიკულ და ფრანგულ რულეტკის მრავალ ვერსიას. არსებობს ასევე არა-ორდინალური თამაშების კოლექცია, ისეთი როგორიცაა მინი რულეტკა, ისევე როგორც თამაშები რომლებიც დაკავშირებულია პროგრესიულ ეკპოტებთან. თუ თქვენ ხართ ბლექჯეკის მოთამაშე მაშინ Playtech-ს საკმარისზე მეტი თამაშები აქვს იმისათვის რომ არ მოგეწყინოთ, მათ შორისაა მრავალრიცხოვანი ფსონები და პროგრესული ჯეკპოტები. თამაშების კოლექცია ასევე მოიცავს კაზინოს პოკერის სხვადასხვა ფორმებს, ისეთი როგორიცაა Pai Gow Poker, Red Dog, Sic Bo, Caribbean Stud Poker, და სხვა.

Playtech-მა ასევე შეიმუშავა ვიდეო პოკერის თამაშების შთამბეჭდავი კოლექცია. ისინი გთავაზობენ ყველა სტანდარტულ ვარიანტს, ისეთი როგორიცაა Jacks or Better, Joker Poker, Deuces Wild და ასე შემდეგ. თამაშები ხელმისაწვდომია ერთ და მრავალ-მოთამაშიანი ვერსიით და როგორც სხვა Playtech თამაშები, ზოგიერთი გთავაზობს პროგრესიულ ჯეკპოტის მოგების შანსს.

Playtech-ის ჩვეულებრივი თამაშები

სლოტების, კაზინოს კარტის და მაგიდის თამაშების გარდა, Playtech-მა შეიმუშავა ჩვეულებრივი თამაშების ფართო სპექტრი. ასეთი თამაშები გვხვდება სხვადასხვა ფორმით. არსებობს გადასაფხეკი ბარათების ძალიან მრავალფეროვანი თემები, რომლებიც გთავაზობთ დიდ მოგებას. თქვენ ასევე იხილავთ ისეთ არკადულ თამაშებს როგორებიცაა დარტი, დერბის დღე და Hi-Lo. არსებობს keno-ს სტილის თამაშები, ვირტუალური სპორტული თამაშები და ისეთი თამაშები, როგორიცაა Rock Paper Scissors, რომელიც მოგცემთ მოგების შანსს მინიმალური ძალისხმევით.

ჩვეულებრივი თამაშების იდეა ისაა, რომ ისინი სათამაშოდ მარტივია და განტვირთვის საშუალებას გაძლევთ, ხოლო რა თქმა უნდა ასევე გაძლევთ დიდი მოგების შანსს, და Playtech-მა ამას შესანიშნავად აუღო ალღო თავის კოლექციაში.

Playtech-ის ლაივ დილერის თამაშები

2017 წელს Playtech გადავიდა ლაივ დილერის სტუდიოს სულ სხვა დონეზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში და მას შემდეგ, ის სთავაზობს ერთ-ერთ საუკეთესო ლაივ დილერს. ის ახლა წარმოადგენს ყველაზე დიდ ლაივ კაზინო მიმწოდებელს ევროპასა და აზიაში და გთავაზობთ შეუდარებელ გამოცდილებას. ისინი თავს იწონებენ იმით, რომ აქვთ სწრაფი გადაცემა და სანდო მოწყობილობა ინდუსტრიაში. იმისათვის, რომ უმასპინძლონ რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს, მათ ჰყავთ დილერები, რომლებიც საუბრობენ ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ და სხვა ენებზე.

Playtech გახდა მსოფლიო ლიდერი თანამედროვე ცენტრალური არხის ლაივ კაზინოს პროგრამაში, შინაარსში და მომსახურებაში. ახლა მას აქვს სამი მთავარი სტუდია, რომელიც მასპინძლობს ასობით კამერას და მაუწყებლობს სრული HD ხარისხით. მან შემოიტანა მწვანე ეკრანის ტექნოლოგია რათა შემატოს მეტი სიღრმე მოთამაშის გამოცდილებას და ამ თამაშებს აქვთ უაღრესად შთამბეჭდავი ინტერფეისი.

ის გთავაზობთ ლაივ დილერის თამაშებს, მათ შორის ბლექჯეკს, რულეტკას, ბაკარას, პოკერს, Hi-Lo, Sic Bo, და სხვა. ნამდვილი პროფესიონალი დილერები და კრუპიები აწარმოებენ თამაშებს და მხოლოდ რიგაში ისინი ასაქმებენ 500 დილერზე მეტს, რომლებსაც გავლილი აქვთ Playtech-ის სასწავლო აკადემია. ამის წყალობით, მათ შეუძლიათ შემოგთავაზონ მსოფლიოს წამყვანი კაზინოების დონის რეალისტური და საიმედო გამოცდილება.

Playtech-ის მობილურის თამაშები

თუ თქვენ მოგწონთ კაზინოს თამაში თქვენი სმარტფონის ან ტაბლეტის მოწყობილობიდან, სახლში ან სახლს გარეთ, მაშინ Playtech-ის თამაშები საუკეთეო გამოსავალია თქვენთვის. 2012 წელს, Playtech-მა განაახლა მისი მობილურის პლატფორმა და მას შემდეგ იგი უზრუნველყოფს მობილურის ფანტასტიკურ გამოცდილებას. გაგირთულდებათ შეამჩნიოთ რაიმე სხვაობა კაზინოს თამაშებში კომპიუტერსა და მობილურს შორის. კიდე უკეთესი, ახლა ყველა მობილურის თამაშები შექმნილია HTML5-ის გამოყენებით, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ გჭირდებათ დააყენოთ რაიმე სპეციალური აპლიკაცია რომ ითამაშოთ, შეგიძლიათ ითამაშოთ პირდაპირ თქვენი ბრაუზერიდან.

თქვენ ნახავთ, რომ არსებობს მობილურთან თავსებადი თამაშების უზარმაზარი კოლექცია, მათ შორის სლოტები, კარტი და მაგიდის თამაშები, ვიდეო პოკერი და ლაივ დილერის თამაშებიც კი. თამაში შეიძლება როგორც Android-ის ასევე iOS-ის მოწყობილობებიდან, ისევე, როგორც სხვა სმარტფონის პლატფორმების უმეტესობიდან. ამის წყალობით, Playtech-მა უზრუნველყო, რომ მოთამაშეებს საშუალება ქონდეთ ისარგებლონ თავიანთი საყვარელი თამაშებით ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.



×